loader

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, არის მსხვერპლი, დაშავებულია 33 ადამიანი - სამგზავრო ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა (თურქეთი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, არის მსხვერპლი, დაშავებულია 33 ადამიანი - სამგზავრო ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა (თურქეთი)

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ დარტყმისგან, გაჩერებული სატვირთო მეორე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ავტობუსის მძღოლის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.