loader

"რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება - რას პასუხობს კახა კალაძე თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება - რას პასუხობს კახა კალაძე თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვას?

ჩვეულებრივი სისულელეა - რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მერიის ზოგიერთი თანამშრომლის „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით.

როგორც კალაძე აღნიშნავს, თბილისის მერიის ზოგიერთი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მათი „ხელშეკრულების დამთავრება“ გახდა.

„ჩვეულებრივი სისულელეა. რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს. გიგა სოფრომაძესაც და მაგ ადამიანსაც [თაია მახარაშვილს] დაუმთავრდათ ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება. როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება, არ გჭირდება ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.

ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება, რომლებმაც მაგალითისთვის ხელი მოაწერეს იმ პეტიციას და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.