ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს - "ამ შანტაჟს ვერ ექნება ეფექტი"
ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან იქნება „ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება“.