loader

“იქაც გვეცინებოდა ხოლმე…” - აბუ-დაბიდან დაბრუნებული ირაკლი ზარქუა, პირველად ყვება დეტალებს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იქაც გვეცინებოდა ხოლმე…” - აბუ-დაბიდან დაბრუნებული ირაკლი ზარქუა, პირველად ყვება დეტალებს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადახდა

"TV იმედი"-ს ეთერში, აბუ-დაბიდან დაბრუნებულმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა:

"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ დაბიში... ის, რაც მოხდა, ეს არ არის საამაყო, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე, ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ.

იქაც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები, თუ პოლიტოლოგები, რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, რაღაც 80 000 დოლარი, რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში 10-15-ჯერ უფრო ნაკლები და იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3 და 4 ათას დოლარს ჩვენ, ბუნებრივია, მერე გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ. ეს იყო და ეს" - თქვა ზარქუამ TV იმედის ეთერში