loader

"მეგონა ჩემი ბრალი იყო მისი გარდაცვალება" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგონა ჩემი ბრალი იყო მისი გარდაცვალება" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, ექიმ გიორგი ახობაძეზე, რომელიც სასამართლომ პატიმრობაში დატოვა წერს:

"დაჯის გარდაცვალების შემდეგ, რადგან დაგვიანებული დიაგნოზი იყო, ყველაზე მეტად მკლავდა დანაშაულის შეგრძნება. მეგონა ჩემი ბრალი იყო მისი გარდაცვალება.დამჭირდა ფსიქოლოგებთან სიარული და რთული გზის გავლა, რომ მომეკლა ეგ შეგრძნება. აღარ მოვყვები მაგ დანაშაულის შეგრძნებამ რამხელა პრობლემები მომიტანა.გიორგი ახობაძის ვისაც არ ესმის, უბრალოდ დედა არ უყვარს. მე კიდევ მგონია რომ დედა, ქოცებსაც კი უყვართ."

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას პატიმრობისას დედა გარდაეცვალა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.