loader

გიორგი ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა.

როგორც ბაჩიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი „აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობაა“. წერილში კი, რომელსაც აქვეყნებს, საუბარია იმაზე, რომ ბაჩიაშვილისგან მისი ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%-ს ითხოვენ.

„დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა.

ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა.

ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის სანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის სანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო.

ქვემოთ მოყვანილია ის წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%;

არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;

თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;

გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.