loader

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმესთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმესთან დაკავშირებით?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ცაცუას გადაწყვეტილებით ჟორჟოლიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 3 იანვარს იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.