"ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უინდა გავითვალისწინოთ" - ივანე ჩხაიძე
10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.