"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა - რა ხდება შენობაში ამ წუთებში და რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს?
„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა.
„ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით.ხელს ვუშლით სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღისწესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს.
ჩვენ ვითხოვთ: გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული;
- საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას;
- სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას;
- განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას და მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას.
მოვუწოდებთ სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ ბრძოლაში, რომელიც ათასობით სტუდენტს გადაარჩენს უბინაობისა და უსახსრობისგან, რაც მათ სჭირდებათ ცხოვრებისთვის", -აცხადებენ სტუდენტები.
ვიდეო: "პუბლიკა"