"მე, ახლა ამ მესიჯს ვწერ ჩემს ღმერთს ქ.ნანუკას, მაგრამ..." - რა წერილს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მისთვის მიწერს წერილს ასაჯაროებს. წერილში წერია, რომ დედის გადასარჩენად ქალს დახმარება ესაჭიროება: "მე, ახლა ამ მესიჯს ვწერ ჩემს ღმერთს ქ.ნანუკას, მაგრამ არვიცი თუ ვწერ სწორ მისამართზე. ვარ ერთი გაჭირვებული გოგო, რომელსაც დედა ყავს ავად. დედაჩემი არის სასომხეთიდან, არ აქვს აქაური მოქალაქეობა, არ გვყავს არავინ პატრონი, არავინ იწუხებს თავს. ბევრ ადგილას იდო დახმარება ჩემი დედისთავის. დედაჩემს აქვს ღვიძლის ცეროზი და წყალი აქვს, ვერ დადის და ასევე ფეხზე აქვს წითელი ქარი და ჭრილობა უდიდესი, რომლის დამუშავება მე მიწევს, რადგან არ გვაქვს იმის საშუალება რომ ვიაროთ "პერევიასკაზე". გთხოვთ გულთან მიიტანეთ და გადამირჩინეთ დედა. არავინ მყავს დედის გარდა. დედას ძაან ძვირიანი წამლები სჭირდება. მეგობრებმა, კეთილმა მეზობლებმა, ყველა მეხმარებოდა. ეს 5 თვეა ჩემით ვყიდულობდი. ვმუშაობ მარკეტში, კონსულტანტი ვარ, 500 ლარი მაქვს ანაზღაურება. გთხოვ, დედას დაუმთავრდა წამლები და ექიმთან არის მისაყვანი და ფინანსები არ მაქვს. გევედრები დამეხმარე რომ დედა მივიყვანო ექიმთან."