პრეზიდენტმა ერდოღანმა ცრემლები ვერ შეიკავა ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის დაკრძალვაზე, რომლებიც კარტალკაიაში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლუში, კურორტ კარტალკაიაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის გასვენებაში ჩავიდა. თურქული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს რომ პრეზიდენტმა ცრემლები ვერ შეიკავა.
ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა ადვოკატ იუკსელ გიულტეკინს, მის სიმამრს, AKP-ის ბოლუს ყოფილ დეპუტატს მეჰმედ გიუნერს, AKP-ის დამფუძნებელი საბჭოს წევრს ჰაბიბე გიუნერს და დამწუხრებულ ოჯახის წევრებს.
ერდოღანს ასევე თან ახლდნენ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი ნუმან ქურთულმუში, შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია, ოჯახისა და სოციალური მომსახურების მინისტრი მაჰინურ ოზდემირ გოქთაში, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ვედათ იშიხანი და AKP-ის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე აიშე კეშირი.
ვიზიტის შემდეგ ერდოღანი დაესწრო ბოლუს მუდმივ საცხოვრებელ ცენტრალურ მეჩეთში გიულთეკინის ოჯახის დაკრძალვის ცერემონიას.
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.
მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზეა.
ცნობისთვის, ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გუშინ გაჩნდა. ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.