loader

"ყველას გაფრთხილებთ, ვისაც ავტომობილი გყავთ!" - რას ამბობენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის პარკინგს თანამშრომლები ფორმის გარეშე ასრულებენ მოვალეობას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველას გაფრთხილებთ, ვისაც ავტომობილი გყავთ!" - რას ამბობენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის პარკინგს თანამშრომლები ფორმის გარეშე ასრულებენ მოვალეობას?

"ყველას გაფრთხილებთ, ვისაც ავტომობილი გყავთ!" - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

პარკირების ინსპექტორები ფორმის გარეშე. ბოლო დროს ვირტუალურ სივრცეში მომრავლდა კითხვები - შეიცვალა თუ არა წესდება და არის თუ არა დარღვევა თბილისის პარკინგს თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის შესრულება ფორმის გარეშე.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათი იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია?

თბილისი მერიის ინფორმაციით, წესდება არ შეცვლილა და ფორმის ტარება კვლავ სავალდებულოა თუმცა, პარკირების ინსპექტორებთან დაკავშირებით ხშირია როტაცია, რის გამოც ახალ თანამშრომლებს პრაქტიკის გავლის და სამსახურში მიღების პროცესშიც, მათთვის ინდივიდუალური უნიფორმების დამზადებამდე, უწევთ ფორმის გარეშე მუშაობა, თუმცა ინსპექტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სამსახურებრივი ბარათით.

ამ ეტაპზე, მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი. „პრეტენდენტს დავალებული აქვს წარმოადგინოს უნიფორმის ნიმუშები, რომელსაც სააგენტო განიხილავს და შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე მოხდება ყველა ინსპექტორის განახლებული ფორმით უზრუნველყოფა”- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.