loader

"იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას ..." - ანა ტყებუჩავამ სასამართლოს სიტყვით მიმართა - რა თქვა მსახიობმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას ..." - ანა ტყებუჩავამ სასამართლოს სიტყვით მიმართა - რა თქვა მსახიობმა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება.

დღევანდელი სხდომის დაწყების წინ, მსახიობმა სასამართლოს მიმართა:

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ რუსთაველზე დგომა არის მნიშვნელოვანი, ვიცავ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას დაემატა უსამართლოდ დაკავებული ადამიანები და მათ გათავისუფლებას ვითხოვთ, ეს როგორც მოქალაქე. [...]

ცნობილი სახე ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი ქცევებიდან გამომდინარე, თუ ასეთი მაყურებელი გვყავს, ყოველთვის როცა რაღაც არასწორს ვაკეთებ, გაფართოებული თვალით მიყურებენ ხოლმე, ამის ერთ-ერთი მიზეზია, საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც თავი დავანებე, იმიტომ, რომ მართლა გაოცებულები მიყურებდნენ ეს ბავშვები. [...]

ჩემი, როგორც მსახიობის კავშირი ამ მოვლენებთან, პირველ რიგში არის ის, რომ 0 იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, ჩემთვის თუ სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად იქნება თუ არა და როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ადამიანური მიზეზია, რომ გინდა შენი უსამართლობა უფრო ფართოდ მიაწოდო, შენი ხმა მოისმინონ, გაიგონ, შემდეგ ცხოვრება, სამწუხაროდ, გთავაზობს კიდევ სხვა უსამართლობებს, რაზეც შენ სცენიდან გამოდიხარ და ესაუბრები შენ მაყურებლებს. ამიტომ მე არ ვიქნები მართალი, ძალიან არასწორი ვიქნები თუ ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს, არ მქონდეს იმედი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორც მსახიობის პირველი რიგში დანიშნულება, რომ სხვას მივცე იმედი და სხვას მოვუწოდო, რომ მის არასწორ საქციელს, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოჰყვეს. ეს არის როგორც მსახიობის პოზიცია. ახლო წარსულში იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ რა ხდება ასეთ დროს იმ ადამიანების ოჯახში, თუ კი მე გულგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში, არ გავიზიარებ მათ პრობლემებს“. -განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

ცნობისთვის, მსახიობს 9 იანვრის აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.