loader

გურამ როგავა "იმედის" დამფუძნებელს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ როგავა "იმედის" დამფუძნებელს პასუხობს

ჟურნალისტი გურამ როგავა ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"რუხაძემ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ ჩემზე თავდასხმა არ გაშუქდა "იმედის" გუნდის გადაწყვეტილებით.

ჩემზე თავდასხმა მოხდა 29 ნოემბერს, 1-ელ დეკემბერს ირაკლი ჩიხლაძეს გადაცემა ჰქონდა და მარიამ ოშხნელს დაავალა ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადება, ასეც მოხდა, რეპორტაჟი დამონტაჟდა და მზად იყო ეთერში გასაშვებად, მასში ჩემზე თავდასხმის კადრიც და ამბავიც ასახულია (ჟურნალისტის ინტერპრეტაცია სხვა საკითხია), მაგრამ ეთერში არ გავიდა.

ეგ როგორ მოხდა? ირაკლი ჩიხლაძემ და "იმედის" გუნდმა თუ გადაწყვიტა ჩემი ამბის დაბლოკვა ჩემ მიერ 29 ნოემბერს "ფორმულას" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, 1 დეკემბრის გადაცემისთვის რატომ მოამზადეს რეპორტაჟი?

კიდევ ერთხელ გიზიარებთ ამ დაბლოკილი რეპორტაჟიდან ეპიზოდს, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა. "იმედს" 2 თვის განმავლობაში ჩემზე თავდასხმა არ უჩვენებია" - წერს გურამ როგავა სოციალურ ქსელში.