loader

"განსაკუთრებით მაინტერესებდა დაეზუსტებინა...რანაირად მოდის თანხმობაში ეს ორი რამ ერთმანეთთან?" - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი რუხაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განსაკუთრებით მაინტერესებდა დაეზუსტებინა...რანაირად მოდის თანხმობაში ეს ორი რამ ერთმანეთთან?" - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი რუხაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ " რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:

"ირაკლი რუხაძე არის ნიჭიერი და ქარიზმატული ადამიანი და ვფიქრობ, რომ მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ხალხისა და ოცნების განხეთქილების მთავარ თემაზე ორი საპირისპირო რამ თქვა ინტერვიუში და ეს განსაკუთრებით მაინტერესებდა დაეზუსტებინა -

1. საქართველოს მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს და ჩვენთან არეულობა რვა ქვეყანაში პრობლემებს ნიშნავს და ამიტომ არავის აწყობს ჩვენი არევ-დარევაო

2. სავარაუდოდ ოცნებამ აგვარიდა რაღაცას, რასაც ევროპა გვაძალებდაო (აქ ომი უნდა ვიგულისხმოთ).

ხოდა, რანაირად მოდის თანხმობაში ეს ორი რამ ერთმანეთთან? მისი აზრით უფრო-უფრო რომელია სწორი? მითუმეტეს, რომ პირველი მის აზრს გამოხატავს და მეორე მისივე სიტყვებით, ვარაუდია, სიტყვა "ალბათობა" გამოიყენა" - წერს ნათია ფანჯიკიძე.