loader

ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.