"გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო" - რას ამბობს გოჩა გუგუნავა სასტუმრო "შერატონიდან"?
"გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო",- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა გოჩა გუგუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “შერატონის” მენეჯერს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.
„21 იანვარს, ანუ დღეს მოხდა ვიდეომასალის ამოღება პროკურატურის მიერ, რომელიც ამ წუთებში განგვიცხადეს. გვითხრეს, რომ ვიდეომასალის ასლებიც პროკურატურამ წაიღო”, - აღნიშნა გოჩა გუგუნავამ