loader

"ამ წუთებში გვაცნობეს ...." - რას ამბობს "საქართველოსთვის” წევრი, გახარიაზე თავდასხმის ამსახველ კადრებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებში გვაცნობეს ...." - რას ამბობს "საქართველოსთვის” წევრი, გახარიაზე თავდასხმის ამსახველ კადრებზე?

"გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო",- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა გოჩა გუგუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “შერატონის” მენეჯერს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

„21 იანვარს, ანუ დღეს მოხდა ვიდეომასალის ამოღება პროკურატურის მიერ, რომელიც ამ წუთებში განგვიცხადეს. გვითხრეს, რომ ვიდეომასალის ასლებიც პროკურატურამ წაიღო”, - აღნიშნა გოჩა გუგუნავამ.

„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.

ცნობისთვის, გოჩა გუგუნავამ ინტერვიუ ჟურნალისტებს გუშინ საღამოს მისცა.