loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "აქედან მოდის ახალგაზრდების მიმართ ეს რეპრესიები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "აქედან მოდის ახალგაზრდების მიმართ ეს რეპრესიები"

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: "ბათუმში ხელისუფლების დაქირავებული ტიტუშკები თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეძახიან. მე მათ მოვუწოდებ ეს შეძახილები ნუ დააკომპლექსებთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამარცხა ფეოდალური სეპარატისტი ასლან აბაშიძე და შექმნა აჭარის სასწაული. "ოცნებამ" მოსპო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გააუქმა "როიალ კარიბეანის" პროექტი, აღადგინა კორუფცია არნახული მასშტაბით. ოლიგარქს ყოველთვის სძულდა აჭარა და ახლა სახალხო პროტესტის ფონზე ეს სიძულვილი მას გაუორმაგდა. აქედან მოდის ახალგაზრდების მიმართ ეს რეპრესიები. 2004 წელს ბათუმის საუნივერსიტეტო პროტესტმა გამოიწვია აჭარის გათავისუფლება. ახლაც, ეს მოძრაობა განწირულია გამარჯვებისთვის!"