"ძალიან ნათელი და მაგარი ადამიანი დავკარგეთ" - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს საბოლოოდ ვემშვიდობებით საქართველოსა და უკრაინის გმირს, მტერთან ბრძოლაში დაცემულ ჩემს ახლო მეგობარს, კახა თილიძეს.მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის დედას და მეუღლეს, ასევე შვილებს ანამარიასა და დანიელს, რომლის სამხედრო მფრინავად გახდომაზე ოცნებობდა კახა.
ძალიან ნათელი და მაგარი ადამიანი დავკარგეთ," - წერს მიხეილ სააკაშვილი.