"ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა! ჩვენ ვიწყებთ!" - მსახიობები მიმართვას ავრცელებენ
"21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა!
ჩვენ ვიწყებთ...
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს
23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ "ახალი თეატრის" საპროტესტო მანიფესტს.
შევხვდებით თეატრის წინ. დავით აღმაშენებლის გამზირი N127" - ნათქვამია ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის განცხადებაში.