"ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა" - უმძიმესი შემთხვევის ამსახველი კადრები თურქეთიდან
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.