"სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა, რაც ძალიან მარტივად შეიძლება გადამოწმდეს" - რაში ადანაშაულებს ლევან იოსელიანი "ფორმულას"?
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი "ფორმულას" ჟურნალისტს დეზინოფორმაციის გავრცელებაში ადანაქშაულებს:
"აქ “ფორმულას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ თითქოს მე ვარ “რუსული კანონის” მომხრე და პროპაგანდისტი.
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა, რაც ძალიან მარტივად შეიძლება გადამოწმდეს.
მათი მიზანია დეზინფორმაციის გავრცელება, რათა შემდეგ ადრესატს თავის მართლება მოუწიოს – რა ენაღვლებათ.
Formula • ფორმულა მართლა დეზინფორმაციის ფორმულა ხართ." - წერს ლევან იოსელიანი და ვიდეოს ავრცელებს.