ვრცელდება ტრამპისა და მელანიას ცეკვის კადრები ინაუგურაციის შემდეგ
20 იანვარს, ვაშინგტონში 47- ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფიცის დადების შემდეგ გაიმართა ე.წ. თავისუფლების ბალი, რომელიც ინაუგურაციის შემადგენელი ნაწილია. როგორც ამერიკული მედია წერს ახალ პრეზიდენტს ამჯერად საცეკვაო ფეხსაცმლის მორგება მოუწია. ღონისძიებაზე კვლავინდებურად ბრწყინავდა პირველი ლედი მელანია, რომელიც ამჯერად შავ-თეთრ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი.
თვალისმომჭრელი იყო ასევე ოდრის კაბაში გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. ელეგანტურად და ტრადიციული უბრალოებით გამოიყურებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ვენსის მეუღლე უშა. აღსანიშნავია, რომ ბალს არ დაესწრო ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონი.