loader

სასამართლომ რეჟისორ გურამ მაცხონაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ რეჟისორ გურამ მაცხონაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მაცხონაშვილის საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა და მისი გადაწყვეტილებით, მაცხონაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

გურამ მაცხონაშვილი 18 იანვარს, თემქაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.­