ვინ იმღერებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე?
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიმღერას აპირებს ქანთრის მომღერალი ქერი ანდერვუდი, რომელიც "America the Beautiful"-ს შეასრულებს.
"მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩემთვის პატივია, რომ ინაუგურაციაზე სიმღერა მთხოვეს და რომ ამ ისტორიული მოვლენის მცირე ნაწილი ვიქნები". - თქვა ანდერვუდმა განცხადებაში. მისი თქმით, ინაუგურაციაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება "ერთიანობის სულისკვეთებით" მიიღო.
ღონისძიებაზე იმღერებენ ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და დამხმარე, ასევე ქანთრის მომღერალი, ლი გრინვუდი და საოპერო მომღერალი კრისტოფერ მაჩიო.
კვირას, ინაუგურაციის წინა დღეს, ტრამპის გამარჯვების ყრილობაზე და შემდგომ 20 იანვარს, მის ერთ-ერთ საინაუგურაციო იმღერებს დისკო ჯგუფი The Village People, რომელთა სიმღერებსაც YMCA და Macho Man ტრამპი ხშირად იყენებდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ყრილობებზე.
"ვიცით, რომ ეს ზოგიერთ თქვენგანს არ გაგახარებთ, თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა პოლიტიკის მიუხედავად უნდა იყოს შესრულებული". - თქვა ჯგუფმა Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.
მათი თქმით, "YMCA გლობალური ჰიმნია, რომელიც, იმედია, ჩვენს ქვეყანას გამთლიანებაში დაეხმარება ხმაურიანი და დაყოფილი კამპანიის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა რჩეულმა კანდიდატმა წააგო".
წყარო: "ტაბულა"