loader

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები ლოზუნგით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ აქციას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები ლოზუნგით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ აქციას მართავენ

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ სლოგანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელს მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობა და საქმესთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებაა. ისინი ითხოვენ, სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფაქტები ობიექტურად მოიკვლიოს და შეაფასოს.

ისინი ასევე სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პირადად მოისმინონ მისგან, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც, მათივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ძალიან გვიან დაიწყო.

ჟურნალისტების თქმით, აუცილებელია, ბათუმის სამმართველოდან ამოღებული იქნას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს დაერთვება.

ამასთან, აქციაზე გაჟღერდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის გადადგომის მოთხოვნა.