loader

"ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც" - მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც" - მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორამციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბექა გოჩიაშვილის ოჯახის ახლობელი, რომელიც 3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოდა.

"ალბათ, მიხვდებოდით რომ ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. თათა იყო იმ ოჯახის შვილი, ვის ხელშიც ფაქტიურად მეც და ჩემი ძმაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თათაც ჩვენს თვალწინ იზრდებოდა. გარდა ნათელმირონული კავშირის ამ ოჯახთან, არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვახსოვს არც ერთი მომენტი მათ გარეშე. იგივე მწუხარების და ტკივილის ნაწილია ჩემი მთელი ოჯახიც.

3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად. თათას დასახმარებლად კონცერტის სახით გვერდში დამიდგნენ ჩემი უძვირფასესი მეგობრები, ვისაც აქვე ვუხდი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას; თემურიკო დიასამიძე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე, ნიკოლოზ რაჭველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, საბა ქასრაშვილი, Cozy K, გიო კაპანაძე, ხატია ქორიძე, კემო, ლუკა თოფურია და ზაქარია ჭელიძე.

ერთი რამე დაგვრჩენია ყველას, აქ დატოვებული დიდი ტკივილის გამტარებლებს, რომ თათას შვებამ გაგვაძლიეროს და მისი ფიზიკურად დანაკლისი სულიერად შევივსოთ..." - წერს ბექა გოჩიაშვილი.