რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა?
"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია - სააქციო საზოგადოება "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა.
უტა ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ვაჟია, თუმცა სხვა შვილებისგან განსხვავებით, ის არასოდეს გამოჩენილა ფართო საზოგადოების წინაშე. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებისა, მისი სახელი ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, რაც ძირითადად მამის ბიზნესებთან ან პოლიტიკასთან არის კავშირში.
ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან პირველ ჯერზე გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტს უტა ივანიშვილი დაიკავებდა, მაგრამ ცხადია, ეს ჭორი იყო.
ოჯახის უახლოესი მეგობარი, რომელიც უტა ივანიშვილს პირადად იცნობს, AMBEBI.GE-ს უტას შესახებ ექსკლუზიურად უყვება:
- არ დაიჯეროთ უტაზე ჭორები, ყველაფერი მასზე რასაც ამბობენ, ტყუილია. ის ერ-ერთი გამორჩეული ივანიშვილია, საფრანგეთში ცხოვრობს, სწავლობს, შრომობს და თავისი საქმეები აქვს.
არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მამასთან. ის საქართველოში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ამისი მიზეზი მამის პოლიტიკაში წასვლა არ არის, იქამდეც იშვიათად ჩამოდიოდა, უტა სულ წასული იყო.