"ბოდიშის ვუხდი საზოგადოებას ამ სიტყვებისთვის..." - რას ამბობს მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე?
"ჩვენი ოპონენტები ახლა დადიან, ბილეთებს იძენენ, ამბობენ, რომ ბილეთების შეძენა არ ხდება, არადა, საჯარო სივრცეებში ვნახეთ ბილეთების გაყიდვის ჩვეულებრივი პრეცედენტი, რაც აქამდეც ხდებოდა. ისინი 1 200 დოლარად ცდილობენ, ვიღაცას თავი მოაჩვენონ, თითქოს ტრამპმა მიიწვია. მეტი საქმე არ ჰქონდა ახლა იმ ხალხს, სულ იმაზე ფიქრობდნენ, ვაშაძე და ხაზარაძე როგორ მიეწვიათ ტრამპის ინაუგურაცაიზე.
ფოტოებს თუ დადებენ, ცუდი არ იქნება, რა პოზიციაზე და რომელ ლოჟებში ისხდებიან ისინი. ამას არ აქვს მნიშვნელობა. სულ რომ ასე იყოს, მათი დამოკიდებულება და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება არ ემთხვევა ერთმანეთს. ემთხვევა ჩვენი და ამერიკელი ხალხის არჩევანის დამოკიდებულებები და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.
ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს. დღეს მათი რამდენიმე ვაზელინიც არ უნდა შეიძინონ, თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად, არ ეყოფათ არანაირი რაოდენობა, რადგან ისტორია ინახავს მათ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ტრამპის მისამართით. დღეს რაც არ უნდა მლიქვნელობით სცადონ მათი პოზიციების გამოსწორება, ეს სიტყვები, რომელიც მათ აკადრეს, დღეს უკვე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ისტორიას აქვს შემონახული. მათ რაც არ აწყობთ და ვინც არ აწყობთ, ყველას და ყველაფერს ეძახიან რუსულს. მდაბიო პიარს საქართველოდან აწარმოებდნენ ტრამპის წინააღმდეგ. დღეს ეს სიტყვები ძალიან ცუდად ხვდებათ წინ. მათ აქვთ შეტენვის მიზანი. უკაცრავად, მაგრამ ეტენებიან იმ ადამიანს, რომელსაც სასტიკად ლანძღავდნენ თავის დროზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.