საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაშინგტონიდან მიმართვას ავრცელებს
"დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში იმისთვის იმყოფება, რომ ქართველი ხალხის ხმა წარადგინოს.
„მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ , - წერს ზურაბიშვილი.