loader

ვინ არის რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი რუსი, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის, ცოლი და ორი შვი­ლის დედა. ის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ და გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რით, არა­მედ მას­პინ­ძლო­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

2021 წლის მარ­ტში, მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­პინ­ძლობ­და რუს ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ პოზ­ნერს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­ულ კრი­ტი­კას გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნოს და ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყოს ხელი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლე­ბი

მი­რან­და და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, ინ­ჟინ­რე­ბის ოჯახ­ში. მამა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, რის გა­მოც უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლით, სა­დაც მი­რან­და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჰქონ­და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის "ივე­რი­ის" წევ­რი.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, არ არის ტი­პუ­რი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ალ­ბო­მებს უშ­ვებს, კლი­პებს იღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას ეძებს. ის არ და­დის კონ­კურ­სებ­ზე, არ აგ­რო­ვებს კო­მენ­ტა­რებს YouTube-ზე.

"მის­თვის მთა­ვა­რია გი­ტა­რა, პი­ა­ნი­ნო და მე­გობ­რე­ბის წრე. ასე­ვე, მისი მე­უღ­ლე, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ცე­ზარ სა­ტე­ლი­ტის“ პრე­ზი­დენ­ტია და ცო­ლის კა­რი­ე­რას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. განაგრძეთ კითხვა