რა ხდება ამ წუთებში პროკურატურასთან? - კადრები ადგილიდან
მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ, მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუწყდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებიან.
მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „თავისუფლება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს“, „როგორ დავამარცხოთ დიქტატურა“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას“, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
პროკურატურასთან ასევე მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
ვიდეო: "ნეტგაზეთი"