"ძალიან ბევრს არ მოსწონს, ხალხს რომ მივმართავ... გამაოგნებელი იცით, რა არის?"- მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლოში
ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი - მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, მე რომ პატივი მქონოდა თქვენ შორის, ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე, ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკიდან დისტანციური ჩართვით განაცხადა, როდესაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრს არ მოსწონს, როდესაც მიმართავს ხოლმე ხალხს.
„გამაოგნებელი იცით, რა არის? ის ხალხი, ვინც მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ამართლებს ჩემს უსამართლო პატიმრობას, თავლებს ხუჭავს ამაზე და ან პირიქით, ამ პატიმრობის კიდევ უფრო დამძიმებას მოითხოვს და კატეგორიულ ალერგიას გამოხატავს იმაზე, რომ მე ჩემი სიტყვა ვთქვი. ეს არ არის გამაოგნებელი და პარადოქსული?!"- განაცხადა სააკაშვილმა.