"სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე" - ადვოკატების ბრიფინგი
სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე - ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, - ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.
როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის.