“მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში” - რას წერს ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ
16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, აბუ-დაბის პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება." - წერს ლაშა გაბიტაშვილი.