ზუგდიდის პოლიციასთან მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს
ზუგდიდში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი აქტივისტი, მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს. მან პოლიციის სამმართველოსთან ფოიერვერკი გაისროლა.
მანანა მიქავამ ასე გააპროტესტა პარტია “დროას” წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება. სიჭინავა და ესებუა პოლიციის სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.
მარიამ სიჭინავას ფოთის, კერენ ესებუას კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოათავსებენ.
ვიდეო: Salome Partsvania