"დააპატიმრეს ახალგაზრდა, რომელსაც ლოგინად ჩავარდნილი დედა მოუვლელობის გამო გარდაეცვალა. ასეთი მთავრობა ქრისტიანებს არ უნდა ჰყავდეთ“ - არქიმანდრიტი დოროთე
7 დეკემბერს აქციიდან სახლში მიმავალი ექიმი, გიორგი ახობაძე დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 14 იანვარს გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა. დაკავებამდე, გიორგი ლოგინად ჩავარდნილ დედას თავად უვლიდა.