loader

ზუგდიდში, მარიამ სიჭინავა, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს, დღეს ისევ დააკავეს ფეიერვერკის სროლის გამო - რას წერს აქტივისტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში, მარიამ სიჭინავა, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს, დღეს ისევ დააკავეს ფეიერვერკის სროლის გამო - რას წერს აქტივისტი?

ზუგდიდში, „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავების მიზეზი ფოიერვერკის გამოყენება გახდა.

დაკავებისას სიჭინავას პოლიციამ განუმარტა, რომ აკავებენ 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მანამდე მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარსაც დააკავეს. მან ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მარიამ სიჭინავამ დაკავებამდე სოციალურ ქსელში დაწერა: "გუშინ გამოვედი იზოლატორიდან. ბევრმა იცით, დღეს დემონსტრაციულად, საჩვენებლად იმისა, რომ არ ვემორჩილები და არანაირი პატიმრობის არ მეშინია, ისევ გამოვიყენე პიროტექნიკა. დაუმორჩილებლობა გრძელდება."