loader

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს, არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს, არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.

ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.