"გაკვირვება შევატყვე ამ ადამიანებს..." - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"ანდროსთან განიხილეს, როგორ გრძნობს თავს... გაკვირვება შევატყვე ამ ადამიანებს, როცა ვუყვებოდით ფაქტებს ამ საქმეში" - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ვიდეო: "მთავარი არხი"