ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.
ინფორმაციას და ფოტოებს "პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.
ცნობისთვის, მანამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა სამ ოპოზიციურ პარტიას: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“.