loader

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დევიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.