მსოფლიო ხმაური 23 წლის ფეხბურთელის გარშემო - პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები
გარიგება შედგა - ხვიჩა კვარაცხელია "პარიზ სენ ჟერმენში" ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
მედიის ცნობითვე, იტალიაში გატარებული 2.5 წლის შემდეგ, კვარაცხელია პარიზულ კლუბს 2029 წლამდე შეუერთდა. სეზონში მისი ხელფასი 8-9 მილიონ ევროს შეადგენს, პლუს ექნება ბონუსები, რაც "ნაპოლისთან" შედარებით რამდენჯერმე მეტია.
ნეაპოლური გუნდი "პარი სენ-ჟერმენისგან" 70 მილიონ ევროს მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩას ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი მოვლენაა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფეხბურთში.
ხვიჩას გადაწყვეტიკლებაქს არაერთგვაროვანი გამოხმაურება და იტალიელი გულშემატკივრის გულის წყევატა მოჰყვა.
ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.
ხვიჩა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, რაც AreaNapoli-ს ცნობით, ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო.
"ეს "ნაპოლიში“ "კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“, - წერს გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან“ წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა - ზოგმა მადლიერებით, ზოგმა გაბრაზებით და საყვედურებით. შუა სეზონში კვარაცხელიას მიღებული გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ყველა უკმაყოფილოა და ზოგიერთი ამას უცნაურად გამოხატავს. ერთმა ქომაგმა ქართველის მუყაოს გამოსახულება ნაგვის კონტეინერში ჩააგდო, სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამან, რა თქმა უნდა, ქართველი ფანების გაბრაზება გამოიწვია, თუმცა, როგორც წესი, განაწყენებული გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იქცევიან ასე და ამაზე უარესადაც.
რა ხდება პსჟ-ში?
პარიზულ გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოესწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.
პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.
ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პლეი-ოფიდან შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათანხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით, ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს "მანჩესტერ სიტთან" და "შტუტგარტთან" მატჩებისას, რა დროსაც მწვრთნელს უკვე ექნება იმ ქართველი ფეხბურთელის იმედი, რომელიც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...