რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა
საქართველოს ნაკრების შემტევi ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პარიზშია, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
მანამდე კი ნეაპოლში წინა ღამით ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.