"გახარია უნდა დაფიქრდეს..." - რას ამბობს მამუკა მდინარაძე ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით?
"ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც „უმძიმესი მუხლია“.
მისივე თქმით, გამოძიების საკითხია ამ ყველაფერს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული.