ბერდია სიჭინავა საგანგებო განცხადებას აკეთებს - რა დეტალები გაასაჯაროვა გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით?
თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს.
როგორც სიჭინავა აცხადებს, ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა.