"მინდა, სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია... პრემიერის გადაწყვეტილებაა... მოხდება ხელფასების გაზრდა" - ვის გაეზრდება ანაზღაურება?
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 იანვარს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული დაპირება წინასაარჩევნოდ გაიცა და პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისთვის გაცემულ დაპირებას ასრულებს.