"გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ... დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე" - გიგი უგულავა
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
"სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ.
აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ
იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ" - წერს უგულავა.