ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ - "გადავიდა გინებაზე, მაგიდას ურტყამდა ფეხს... რაღაც ნივთი მომარტყა"
ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა.
ქორიძე საუბრობს ბათუმში სასტუმრო "შერატონში" მასზე თავდასხმის დეტალებზე და აღნიშნავს, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია.
ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას მცირე დაზიანებები აქვს.